ვნება
ვნება ისაა, რაც  ქართველებს უცნაურად აამოძრავებს ხოლმე. იგი ძლიერი, ჯიუტი  და უტეხია.
საქართველოში მოხუც გლეხს აქვს ვნება, რომ მაინცდამიანც იმ ჯიშის ნერგი იპოვნოს, რომლის ნაყოფსაც თვითონ ვერ მოესწრება, მაგრამ შთამომავლებს მის მოსაგონებლად დაურჩებათ. საქართველოში  მხატვარს აქვს ვნება, რომ გაქანებული სამოქალაქო ომის დროს, სიბნელეში, სიცივესა და შიმშილში, იღბლად ნაშოვნი სანთლის შუქზე ხატოს და ქმნას თავისი სამყარო, რომელიც ეგებ საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს. საქართველოში მძღოლს აქვს ვნება, მგზავრი დანიშნულების ადგილის ნაცვლად თავის სახლში მიიყვანოს და ღვინო შესთავაზოს, რადგან მასთან საუბარი მოეწონა. საქართველოში აქვთ ვნება, საკუთარი საქციელით კმაყოფილნი იყვნენ, სხვები კი გაოცებულები დატოვონ. აქ აქვთ ვნება, ცხოვრება თეატრად აქციონ, თეატრი კი ცხოვრებად და მრავალი სხვა ათასი და ათიათასი ვნება.
მთავარი ვნება კი ერთია - ეს ყველაფერი, ლამაზი იყოს.