ომი
ეს სიტყვა ალბათ ბევრ ენაზეა მოკლე და ალბათ იმიტომაც, რომ საბოლოოდ ადამიანებს უნდათ, რომ ომი მალე დამთავრდეს. ის კი გრძელდება და საუკუნეებია, ასეა.
ორივე მსოფლიო ომს ნახევარ მილიონზე მეტი ქართველი ემსხვერპლა.
ომი ხშირად ყოფილა გარდაუვალი რამ საქართველოში. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო არ თანხმდებოდა ოკუპაციას, ანექსიას, ინკორპორაციას.
ეს დღესაც ცოცხალი სიტყვებია საქართველოსთვის. ქვეყნის ტერიტორიის 22 პროცენტი რუსეთს აქვს დაპყრობილი, იქ მცხოვრებ უმცირესობათა უკმაყოფილებისა და დაცვის მომიზეზებით, ქართული მოსახლეობა კი გამოდევნილია ამ მიწებიდან. საუკუნის წინაც, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1918 წელს, საბჭოთა  რუსეთმა იწყო აჯანყებები, სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის რეგიონებში და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ საქართველო ხელახლა არ დაიპყრო.