ნაცარქექია
ის  ქართული ზღაპრის გმირია, კაცი, რომელიც უსაქმურობისთვის სახლიდან გააგდეს, გამოგდებულმა კი უცებ გამოიჩინა ფხა და რაღაც ილეთებით აქაური გოლიათები, დევები დაიმონა, მათ ქონებას დაეუფლა და გამდიდრდა.
ქართული ზღაპრების სამყარო ძველია, მდიდარი და მრავალფეროვანი. ნაცარქექია ერთი გმირია, რომელსაც ათასი დაუდგება უკან. ჯადოსნური იქნება ქართული ზღაპარი, ყოფითი, ტრაგიკული, თუ კომიკური, მისი არსი სიცოცხლეშია.
ქართული ზღაპრები დღესაც ცოცხალია, როგორც უწიგნოდ მოსათხრობი ისტორიები და მათ თხრობენ ზუსტად ისე, როგორც ოდესღაც. ამ ზღაპრებში, სადაც ცხოველები და ადამიანები ხშირად თანასწორნი და ერთმანეთისთვის თავდადებულნი არიან, სამყაროს ერთიანობის და ჰარმონიულობის შესაძლებლობის დიდი იმედი ძევს ხოლმე.
ხალხური ზღაპრის სული დაეხმარა კიდეც ქართულ საბავშვო ლიტერატურას, მას შემდეგ, რაც ზღაპარმა წიგნის ფურცლებზეც  გადაინაცვლა. ეს გასაკვირი არაა, ქართული ზღაპრების სინამდვილე და სიწრფელე სწორედ ისაა, რასაც ხშირად ეძებს ხოლმე ლიტერატურა.