ისტორია
რა აქვს საქართველოს და ისტორია, უსასრულო და დახლართული. როგორც ყოველი ძველი და პატარა ქვეყნის ისტორია, ეს ისტორიაც საკმაოდ მძიმეა. მისი საწყისი კი არის ძალიან შორს, ქრისტემდელ წინაქართველურ სახელმწიფოებში, სადაც, რა თქმა უნდა, ამოტივტივდება სახელები, უძველესი კოლხასი და დიაოხისა, მარად ცოცხალი კულტურებისა. დასავლეთის სამყარომ კი საქართველო უთუოდ გაიცნო არგონავტების მითით, რაც ქართული ისტორიისთვის ნამდვილად არ არის უძველესი დროება.
საქართველოს ისტორიის მთელი უგრძესი ჯაჭვი არის სურათი, სადღაც სამუდამოდ დამკვიდრებული ხალხის ხანგრძლივი ბრძოლა ამ სამკვიდროს დაცვისათვის: პარალელურად კი, ცხოვრება, ქმნა, შენება, წერა, ოცნება.
უდიდეს იმპერიათა  პატარა სამიზნე, ეს იყო საქართველო და ხდებოდა ხოლმე, რომ ეს ქვეყანა დაიძვრენდა თავს, გათავისუფლდებოდა, სულს მოითქვამდა და მშვიდობა და თავისუფლება ქმნიდა დიდ საქართველოს, ისეთს, როგორიც იყო მეთორმეტე საუკუნის, ოქროს ხანის სამეფო. ქართული რენესანსის დროება, გაჯერებული მაღალი ხელოვნებით და მეფე ქალის-თამარის შარავანდედით, ქვეყანა მოპოვებული დავით აღმაშენებლის მძიმე შრომითა და ბრძოლებით.
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ახალ დროებაში დაგვირგვინდა 1918 წლის პირველი რესპუბლიკით, რომელიც დაშლილი რუსეთის იმპერიისგან თავდახსნილმა საქართველომ გამოაცხადა. ეს თავისუფლება სამ წელიწადში ჩაყლაპა წითელმა რუსეთმა და მეოცე  საუკუნის  ბოლოს  საქართველო კიდევ ერთხელ შედგა თავისუფლების გზაზე.
ისტორია კი, რა თქმა უნდა, გრძელდება.