ჯინსების თაობა
ეს სიტყვათშეთანხმება ქართველი მწერლის მოგონილია. ის აღნიშნავს საბჭოთა საქართველოს იმ თაობას, რომელმაც პირველად მოირგო ჯინსები.
ჯინსების თაობა საქართველოში, სიმბოლურად ის თაობაა, რომლისთვისაც ჯინსი ჯერ კიდევ ნიშნავდა უცხოსთან და შორეულთან განსაკუთრებულ კავშირს. ეს თაობა საკუთარ თავში მოიცავდა საბჭოთა ბოჰემისა და ელიტის, ჰიპური და ბიტნიკური ელემენტებისა და თავისუფალ უცნობ სამყაროსთან აუცილებელი სულიერი კავშირის სურვილის ელემენტებს.
როგორც ერთ-ერთი ქართული არცთუ ძლიერი, მაგრამ დასამახსოვრებელი სუბკულტურა, ჯინსების თაობა იმ ეპოქის ისტორიის უბრალო ნაწილი იქნებოდა, რომ არა დიდი ისტორიული კოლიზიები, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა.
საქართველოში სწორედ ჯინსების თაობა აღმოჩნდა ის თაობა, რომელიც გათავისუფლებული ქვეყნისმღვრიე ვითარების, კონფლიქტების და ომების პირველ რიგებში აღმოჩნდა და მრავალი სასიკვდილო დარტყმა მიიღო.
დასავლეთის ძიება დახურულ სამყაროში და აღსასრული ღია კართან.