ბანი
ბანი სახლის სახურავს ჰქვია საქართველოში. მას არც კრამიტი აქვს, არც საწვიმარი დაქანება და არც სარკმელი. ბანი მიწით მოტკეპნილი ბრტყელი სახურავია, ერთგვარი ტერასა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ძალიან იყო გავრცელებული აღმოსავლეთ  საქართველოში, სოფლადაც და  ქალაქადაც.
არქიტექტურა ყოველთვის იყო საქართველოს ეროვნული მეხსიერების ერთ-ერთი საყრდენი. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი დიდი სავაჭრო გზების ერთ-ერთ განშტოებაზე მდებარე  საქართველოს ისტორია მის ტერიტორიაზე არსებული ნაგებობებითაც შეიძლება იქნას მოთხრობილი. ბანიც ერთ-ერთი ამათგანია.
აქეთ ისლამური სამყარო, იქეთ ბიზანტია და შუაში კიდევ  საქართველო. საუკუნეთა განმავლობაში ქართული არქიტექტურა სრულად ასახავს ამ სამი მიმართულების ნაზავს. ევროპული არქიტექტურა საქართველოში მეცხრამეტე საუკუნიდან გამოჩნდა და ამ ნაზავს ბუნებრივად, ქართული აქცენტით შეერწყა.
იმისთვის, რომ კარგი ბანი გქონდეს, მის ქვეშ ხის რამდენიმე ფენა უნდა იყოს დაგებული - მორები, ლარტყები, ფიჩხი. 
საქართველოში, სადაც  ყოველმა მეზობელმა იცის, თუ რა გქონდა დღეს სადილად, ბანი ურთიერთობათა  განსაკუთრებული ფორმაა. კლიმატის გამო, ადამიანები წლის და დღის უმეტეს ნაწილს  სწორედ  ბანზე  ატარებდნენ. ეს ურთიერთობათა ღიაობას განაპირობებდა.
საქართველოში ნაწერსა და ნამღერზე არანაკლებ, არსებობის ხილული შეხსენება ქართული ნაგებობები იყო, რომლებიც ცხოვრების წესსა და კულტურას სიმტკიცეს მატებდა.